საზოგადოება
სად ჩააბარებს გამოცდას კორონავირუსის სიმპტომის მქონე აბიტურიენტი
აბიტურიენტს რომელსაც PCR ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტუდა, თუმცა გარკვეული სიმპტომები აქვს, გამოცდის ჩაბარება იზოლირებულ ოთახში მოუწევს.

ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გაკეთა. მისივე თქმით, ასეთი აბიტურიენტი გამოცდას იზოლირებულ ოთახში შესაბამისი ბარიერებით ჩააბარებს.  მისივე განმარტებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ თუ აბიტურიენტს კოვიდ ინფექცია დადასტურებული არ აქვს, გამოცდაზე მისვლა შეძლოს.

"სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, თუ კოვიდ ინფექცია დადასტურებული არ არის, აბიტურიენტის გამოცდაზე არ დაშვების ბარიერად არ შეიქმნას. ხაზს ვუსვამ, თუ PCR ტესტით პასუხი უარყოფითია და აბიტურიენტს გარკვეული სიმპტომები აქვს, მან გამოცდა შესაბამის პირობებში უნდა ჩააბაროს. არის რამდენიმე ვარიანტი. ტემპერატურა სიმპტომების გარეშე, ტემპერატურა და სიმპტომები, თითოეულ მათგანზე სპეციალური პროტოკოლი იქნება“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google