საზოგადოება
კახეთში ახალი მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა
კახეთის რეგიონში, სოფელ გომბორში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ახალი მეტეოროლოგიური სადგური დაამონტაჟეს.
„სადგური უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების გაზომვას, მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას.

ახალი მეტეოროლოგიური სადგურიდან მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზის ხარისხის გაუმჯობესებას,“ - განმარტავენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, ეს შექმნის კახეთის რეგიონში მიკროკლიმატური რეჟიმის ობიექტურად შეფასების საშუალებას, სტიქიური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების დროულად მომზადებისა და გავრცელების შესაძლებლობას.


| Print |
FaceBook Twitter Google