საზოგადოება
15 ივნისიდან მატარებლით მგზავრობა აღდგება
მთავრობის დადგენილების თანახმად, სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება.  საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, კომპანია მზად არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის.


უწყების ინფორმაციით, მგზავრები ვალდებულები იქნებიან შეასრულონ შემდეგი ინსტრუქცია:

მგზავრები გაივლიან თერმოსკრინინგს
მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია
ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი
ხელები უნდა დაიმუშაონ დისპენსერებში არსებული სადეზინფექციო ხსნარებით
მატარებელში არ დაიშვებიან პირბადეების გარეშე
მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება

| Print |
FaceBook Twitter Google