საზოგადოება
კახეთი კვლავ მწვანე ზონად რჩება
კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურად მშვიდია. ამ დროისთის თვითიზოლაციაში არავინ არ იმყოფება.

რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 4 ლოკაციაზე 145 მოქალაქე იმყოფება.10 ივნისს აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 32 ნიმუშიდან ყველა ნეგატიურია. ნიმუშების აღება გრძელდება როგორც კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4746 ნიმუში, აქედან 1541 მედპერსონალია, 1734 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 223, ტრაილერის მძღოლი 33.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / კორონა /