საზოგადოება
ელექტრომობილი ახტალის დამსვენებლებს მოემსახურება
კურორტ „ახტალას“ ახალი ელექტრომობილი ჰყავს, რომელიც დამსვენებლებს მოემსახურება.დირექტორის, გოგა უტიაშვილის განმარტებით, მანქანა დამსვენებლებს სააბაზანო განყოფილებაში გადაიყვანს.

„გლობალ ვიქტორ ჯორჯიამ“ შეგვიძინა მანქანა 2019 წლის ბოლოს, როდესაც საკურორტო სეზონი უკვე დასრულებული იყო. ამ დრომდე გვეყენა ავტოფარეხში და ეხლა გამოვიყვანეთ. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა ელექტრომობილი. ის დამსვენებლებს გადაიყვანს სააბაზანო განყოფილებაში. თუ მათ სურვილი ექნებათ, მანქანა მოემსახურება არამარტო კურორტის ტერიტორიაზე, არამედ გურჯაანის ცენტრში გასასეირნებლადაც.“

მისივე თქმით, მანანქანით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა ბავშვებსაც ექნებათ.
„ბავშვებს, რომლებიც საღამოობით კურორტის ტერიტორიაზე იქნებიან, გავახარებთ და გავასეირნებთ, თუკი ამის სურვილი ექნებათ.“

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახტალა / მანქანა /