საზოგადოება
ყვარელში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
გუშინ ყვარელში მოსულმა სეტყვამ მუნიციპალიტეტის ორი სოფელი: საბუე და შილდა დააზარალა. როგორც მერმა, როსტომ სესიაშვილმა speqtri.ge-სთან განაცხადა, ამ დროისთის ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

„დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც დაითვლის ზარალს და შედეგი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.“ speqtri.ge-ს ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა რამდენის საცხოვრებელი სახლი და დაზიანდა ვენახები.

| Print |
FaceBook Twitter Google