საზოგადოება
კახეთში აღებული 20 ტესტიდან ყველა უარყოფითია
კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია. ამ დროისთის თვითიზოლაციაში არავინ არ იმყოფება. 150 მოქალაქე იმყოფება საკარანტინე ზონაში - 4 ლოკაციაზე.
ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 20 ნიმუშის პასუხი ცნობილია და უარყოფითია. ნიმუშების აღება გრძელდება როგორც კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / კორონა /