ჯანდაცვა
კახეთში აღებული 101 ტესტის ნიმუში უარყოფითია
ამ დროისთის კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. თვითიზოლაციაში არავინ არ იმყოფება. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 4 ლოკაციაზე იმყოფება 136 მოქალაქეა.


12 ივნისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 101 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. ნიმუშების აღება გრძელდება როგორც კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4867 ნიმუში, აქედან 1556 მედპერსონალია, 1804 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 223, ტრაილერის მძღოლი 33.


| Print |
FaceBook Twitter Google