ჯანდაცვა
10 ადამიანის დაინფიცირების წყარო უცნობია
კორონავირუსით დაავადებული პაციენტების რაოდენობა, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია 10–მდე გაიზარდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 24 საათში ინფიცირებული პაციენტებიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 1 სატვირთო მანქანის მძღოლი, 5 საკარანტინო სივრციდან არის, 5-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.
„დაახლოებით 10 ადამიანის დაინფიცირების წყარო არ ვიცით, თუმცა შეიძლება რომელიმეს წყარო დადგენილი იყოს, ჩემთვის უცნობია, ჯერჯერობით. ახალი ინფიცირებულებიდან ჩვენთან ორი ახალი შემოიყვანეს, ეს არის იმპორტირებული შემთხვევა. ჩვენი სპექტრი სიმძიმის მიხედვით არ შეცვლილა, კვლავ მხოლოდ 2 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა დაავადების პროგრესირება არ ხდება, სტაბილურია უკვე სიტუაცია და რამდენიმე დღეში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი პროგნოზი აღარ იქნება საყურადღებო და კეთილსაიმედო იქნება”,

12 ივნისის მონაცემებით კოვიდცენტრებში 136 პაციენტი მკურნალობს, აქედან 38 პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 851–მდე გაიზარდა, გამოჯამრთელებულია 702 ადამიანი.


| Print |
FaceBook Twitter Google