საზოგადოება
გურჯაანი ტურისტული სეზონისთვის ემზადება
დღეს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი, კოლეგასთან, ნინო წილოსანთან ერთად, გურჯაანს ესტუმრა.

ისინი კამპანიის ფარგლებში - „იმოგზაურე შენს ქვეყანში“ - ადგილზე გაეცნობიან სიტუაციას, თუ რამდენად მომზადებული ხვდება შიდა ტურიზმის გახსნას მუნიციპალიტეტი. ჯგუფი ესტუმრება სოფელ კარდენახში ,,ნაღდ მარანს”. დაგეგმილია ვიზიტი ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში, გიდებთან შეხვედრა, დაესწრებიან სასტუმრო “Villa Art Kotekhi” -ს გახსნას.

დაგეგმილ ტურში მონაწილეობას იღებენ: გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი ქეთი კვიჭიძე, ტურისტული გვერდის „გიდინფოს“ მფლობელი რუსიკო ჯაფარიძე, ტუროპერატორი ალექსანდრე გიორგიძე, ფოტოგრაფი პაატა ვარდანაშვილი, შეფი დადუნა ღლონტი და ტუროპერატორი ზაზა სიჭინავა.“ - განმარტავენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება.


| Print |
FaceBook Twitter Google