საზოგადოება
ვისთვის არ არის სავალდებულო პირბადის ტარება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ის ადგილები, სადაც სავალდებულოა პირბადის ტარება. ამავე დადგენილებაში აღნიშნულია მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია, რომლებიც პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მთავრობამ შესაბამისი დადგენილება დღეს მიიღო.

პირბადის ტარება სავალდებულო იქნება:
  • საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში, ე.წ ფრანტ-ნაწილებზე, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი იყრის თავს.
  • საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე თავშეყრისას, სადაც შეუძლებელია 2 მეტრი სოციალური დისტანციის დაცვა - (მაგალითად, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე, თუ შეუძლებელი იქნება სოციალური 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, სავალდებულო იქნება პირბადის ტარება).
  • შეხვედრებზე თავშეყრისას, გამომსვლელს/მომხსენებელს, შეუძლია არ გამოიყენოს პირბადე გამოსვლისას/მოხსენების გაკეთებისას/პრეზენტაციის გაკეთებისას, თუ ამ ადამიანს შეუძლია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა.
  • საერთო სარგებლობის ლიფტებში, სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც მაღალი რისკის შემცველი დახურული სივრცეებია.
  • სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკია.
  • ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანამათლებლო დაწესებულებებში.
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, მეტროპოლიტენსა და ტაქსებში.
  • სამუშაო ადგილებზე (ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, რომელიც ადგენს რეკომენდაციებს, აქ ძირითადად იგულისხმება ეკონომიკური საქმიანობები)

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დასაშვები იქნება, როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო დანიშნულების პირბადე.

რა შეეხება გამონაკლისებს, ეს წესი არ შეეხება:

  • 6 წლამდე ასაკის ბავშვებს.
  • იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა, მათ შორის, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმის მქონე პირებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და გარკვეული კატეგორიის პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ პირბადის ტარება.
  • არ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომსახურე პერსონალისთვის, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის, კონკრეტული სოციალური სერვისის მიწოდებისას, კონკრეტული სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდებისას, მაგალითად, ლოგოპედის მომსახურეობისას.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
16:23 / 06.07.2020
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები
და სპორტდარბაზები, რომლებიც დადგენილ რეგულაციებს დააკმაყოფილებენ -
გაიხსნება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც დადგენილ რეგულაციებს დააკმაყოფილებენ - გაიხსნება.
16:00 / 06.07.2020
ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან
აცილების მიზნით, ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და მძღოლებისთვის
ახალი რეკომენდაციები დამტკიცდა. რეკომენდაციის მიხედვით, ტურზე
წასვლამდე უნდა განხორციელდეს გიდის, მძღოლისა და ტურისტთა
თერმოსქრინინგი. მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის.
ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და მძღოლებისთვის ახალი რეკომენდაციები დამტკიცდა. რეკომენდაციის მიხედვით, ტურზე წასვლამდე უნდა განხორციელდეს გიდის, მძღოლისა და ტურისტთა თერმოსქრინინგი. მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის.
13:37 / 06.07.2020
მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები
აბიტურიენტები შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული
გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს
სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს.
13:17 / 06.07.2020
დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული აპლიკანტების 93%
გამოცხადდა. ქვეყნის მასშტაბით კი დაგვიანების მხოლოდ 2 შემთხვევა
დაფიქსირდა.
დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული აპლიკანტების 93% გამოცხადდა. ქვეყნის მასშტაბით კი დაგვიანების მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა.
11:23 / 06.07.2020
სხვა ამბები
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სისტემა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
13:32 / 25-06-2020
20 ივნისს "საქართველოს ხმად" აღიარებული ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა.  სახალხო მოლექსე და  ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული მომღერალი 1928 წელს სიღნაღის რაიონში დაიბადა.
10:49 / 20-06-2020
ა(ა)იპ საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია მიმართავს მთავრობას და განათლების სამინისტროს, რომ ახალი სასწავლო წელი პირველ სექტემბერს დაიწყოს. სწავლების ფორმის შესახებ გადაწყვეტილება კი სკოლებმა ინდივიდუალურად მიიღონ.
13:30 / 19-06-2020
გამოცდაზე პირბადით ყოფნა და ის ფაქტი, რომ ამ წესების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, აბიტურიენტი გამოცდიდან მოხსნან, მათ უკმაყოფილებას იწვევს.
09:07 / 18-06-2020
დღეს "ნატოობაა". ამ დღეს ნატო ვაჩნაძის მშოობლიურ მხარეში გურჯაანში ყოველ წელს გრანდიოზულად აღნიშნავდნენ, თუმცა წელს პანდემიის გამო კულტურული ღინისძიებების ჩატარება დროებით აკრძაულულია.
11:45 / 14-06-2020
ნატო ვაჩნაძეს მსახიობობაზე არასდროს უფიქრია. თავიდან ასანთის ფაბრიკაში მუშად უმუშავია, ამასთან ერთად, მომავალ თაობებს კი თურმე მუსიკასაც ასწავლიდა.
08:39 / 14-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4477
USD
USD
1
3.0532
GBP
GBP
1
3.8144
TRY
TRY
1
0.4448
RUB
RUB
100
4.2454
ამინდი
გურჯაანი 22 / 37 °C
img
საგარეჯო 21 / 33 °C
img
დ.წყარო 20 / 32 °C
img
სიღნაღი 21 / 38 °C
img
ლაგოდეხი 19 / 34 °C
img
ყვარელი 22 / 37 °C
img
თელავი 20 / 34 °C
img
ახმეტა 19 / 34 °C
img
კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.