საზოგადოება
სიღნაღის რვა სოფელს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება - ტენდერი უკვე გამოცხადებულია
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიამ ახალი სისტემების პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.


პროექტი სოფლების ტიბაანის, ანაგას, ბოდბისხევის, ქვემო ბოდბეს, საქობოს, ვაქირის, ჯუგაანისა და ქვემო მაღაროს უწყვეტი წყლის მიწოდებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობლემა ათეულობით წელს ითვლის და აღნიშნული საკითხი დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა.სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა სრულიად ახალი გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილები, ასევე აშენდება ახალი რეზერვუარები და საქლორატორო გამარჯვებული კომპანია, რომელიც მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ვალდებული იქნება სამუშაოები 26 თვეში დაასრულოს

წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური პროექტით, რომელზეც 27 000 000 მლნ ლარი დაიხარჯება, 30 000-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.

| Print |
FaceBook Twitter Google