საზოგადოება
მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება - ეთიკის ქარტიის განცხადება
ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაციის მცდელობას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება.

„გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

აღნიშნული სავარაუდოდ უკავშირდება 2019 წლის 7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გიორგი გაბუნიას მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის- ვლადიმირ პუტინის გინებას. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა თავად ვლადიმერ პუტინიც, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი, ჟურნალისტის ქმედება უარყოფითად შეაფასეს.

ქარტია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოებმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან დაკავშირებული საქმის დეტალები მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე დროულად გაასაჯაროონ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვა.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google