საზოგადოება
მორიგი საქველმოქმედო აქცია სიღნაღის მუნიციპალიტეტში [R]
გრძელდება ააიპ "დედოფლისწყაროს ქალების" პროექტი "სიკეთე ადამიანების გადასარჩენად", რომელსაც ფონდი " ღია საზოგადოება საქართველო" აფინანსებს.
პროექტი ითვალისწინებს ორი მუნიციპალიტეტის სიღნაღისა და დედოფლოსწყაროს მოსახლეობის დახმარებას.

ამ ეტაპზე "დედოფლისწყაროს ქალებმა" მორიგი საქველმოქმედო აქცია სიღნაღის მუნიციპალიტეტში განახორციელა და ცხრა უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარა. სასურსათო კალათი, რომლითაც "დედოფლისწყაროს ქალები" მოსახლეობას ეხმარებიან, ასი ლარის სასურსათო პროდუქტს მოიცავს და მასში შედის: კილონახევარი საქონლოს ხორცი, კარაქი, არაჟანი, მაიონეზი, მალაკო, 2 კილოგრამი შაქარი, 2 ლიტრი ზეთი, ჩაი, ყავა, წიწიბურა, ბრინჯი, მაკარონი და სხვა მრავალი პროდუქტი.

მოსახლეობა კმაყოფილებას და მადლიერებაა გამოხატავს, ხოლო "დედოფლოსწყაროს ქალები" მადლობას უხდის ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ამ მადლიანი საქმის კეთებისა და შესაძლებლობებისთვის.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ლალი მეხრიშვილმა დახმარება სიღნაღის აქტიურ ქალბატონთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთან, მაია სუხიშვილთან ერთად და მისი გვერდში დგომით დაარიგა.





გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება
შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის
პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |
FaceBook Twitter Google