საზოგადოება
გვეგონა, თაკარა მზე ვირუსს მოკლავდა- ამირან გამყრელიძე
გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურა კორონავირუსს მოკლავდა და სულ გაქრებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მოლოდინი, არ გამართლდა.

„ოდნავ დინამიკა არის იმის, რომ ვირუსის ვირულენტობა მცირდება არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ გლობალურად. შესაძლებელია, ზაფხულში ვირულენტობის შემცირება გაგრძელდეს. რაც გვეგონა, რომ ეს თაკარა მზე ვირუსს მოკლავდა, ასე არ ყოფილა. მთავარია, რომ ყველა შემთხვევა კონტროლირებადია და მართვას ემორჩილება“, - განაცხადა მან.


| Print |
FaceBook Twitter Google