საზოგადოება
სალონებისა და სხვა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ჯანმრთელობის ფედერაცია შეხვერას გამართავს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია“, გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული რესტორნების, სტომატოლოგიური კლინიკებისა და სალონების მეპატრონეთან, ასევე ბაღებისა და სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს.

ღონისძიება ხვალ პირველ საათზე კურორტ ახტალის ტერიტორიაზე, ღია სივრცეში ჩატარდება. ფედერაციის დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და პაციენტთა უფლებების დამცველის, მეგი საჯაიას თქმით, შეხვედრაზე მოხსენებას გააკეთებენ კვალიფიციური ექიმები.
„ღონისძიებაზე გვეყოლება 10 ექიმი, რომელიც დამსწრე საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას კორონავირუსისა და იმ საფრთხეების შესახებ, რაც ზოგადად გარემოში არსებობს. ხვალ გურჯაანის კერძო სექტორის წარმომადგენლები რეკომენდაციებს მოისმენენ ეპიდემიოლოგების, ინფექციონისტების, იაშვილის კლინიკის დირექტორისა და სხვა კვალიფიციური პერსონალისგან. ეს შეხვედრა მიზნად ისახავს, რომ ამ სეგმენტმა საკუთარ ფართზე უზრუნველყოს ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვა. “

მისივე თქმით, შეხვედრის დასასრულს ბიზნესის ყველა წარმომადგენელს გადაეცემა სადეზინფექციო ხსნარი და სერტიფიკატები, რომ დაესწრნენ აღნიშნულ ღონისძიებას. შეხვედრა ტარდება პროექტის ფარგლებში - „უსაფრთხო გარემო, ჯანმრთელი მომავალი“.

| Print |
FaceBook Twitter Google