საზოგადოება
საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი ხუთმა დეპუტატმა არ დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ცვლილებების თანახმად, იცვლება არსებული საარჩევნო სისტემა და მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, რაც შეეხება მაჟორიტარს 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება.საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, აქედან საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 5.  კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს. 

| Print |
FaceBook Twitter Google