საზოგადოება
შუქნიშნები სატესტო რეჟიმში პირველ ივლისს ჩაირთვება
გურჯაანში შუქნიშნების მონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის დასრულებულია დროის ამთვლელი დაფების მონტაჟი. გურჯაანის მერიის ინფრასტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, შუქნიშნები სატესტო რეჟიმში პირველი ივლისისთვის ჩირთვება.

„მოეწყო უკვე დროის ამთვლელი ტაიმერები, კოსტავას ქუჩის კვეთაზე კი შუქნიშნებიც დამონტაჟდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ელექტროფიკაციის სამუშაოები. კომპანიას დასრულების ვადა პირველ ივლისამდე აქვს, ამიტომ ვვარაუდობთ, რომ პირველი ივლისისთვის ჩაირთვება. სამუშაოებს შპს გზაჯვარედინი ასრულებს. დასამონტაჟებლად კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 ათას ლარამდეა განსაზღვრული.“

შეგახსენებთ, რომ გურჯაანში შუქნიშნები ორ კოლაციაზე: თავისუფლება-კოსტავასა (გიმნაზიის ასასვლელთან) და თავისუფლება-წმინდა ნინოს ქუჩების (ბაზრის ჩასახვევთან) კვეთაზე მონტაჟდება.



| Print |
FaceBook Twitter Google