საზოგადოება
„კახეთი იონში“ უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება
28 ივნისს, თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები, "კახეთი იონში", 0-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს, უფასო სამედიცინო კონსულტაციებს გაუწევენ.

უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ შემდეგი სპეციალისტები:
ბავშვთა ენდოკრინოლოგი - პროფესორი ნინო ხელაძე;
ბავშვთა ნევროლოგი - პროფესორი თეონა შათირიშვილი;
ბავშვთა ორთოპედი/ტრავმატოლოგი - მერაბ ვარძუკაშვილი;
ბავშვთა ჰემატოლოგი - ანა კობახიძე;
ბავშვთა უროლოგი - პროფესორი პაატა გიორგაძე;
ყელ-ყურის ექიმი - ვლადიმერ კვაჭანტირაძე;
ბავშვთა ალერგოლოგი - ლალი საგინაძე;
ბავშვთა ოფთალმოლოგი - ნათია ქესანაშვილი;
ბავშვთა გასტროენტეროლოგი - დავით მახათაძე;
პედიატრი - პროფესორი ივანე ჩხაიძე;

აქცია საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ინიციატივითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იგეგმება. კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია პაციენტის წინასწარ ჩაწერა შემდეგ ნომერზე: 599852240

| Print |
FaceBook Twitter Google