საზოგადოება
რეგულარული ფრენები შესაძლოა ივლისის ბოლოდან აღდგეს
მსოფლიოში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა რეგულარული ფრენების აღდგენა ივლისის ბოლომდე გადაიდოს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

„დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა, ალბათ ივლისის ბოლომდე, თუმცა ჩარტერული ფრენები დღესაც ხორციელდება და ივლისშიც განხორციელდება. პასუხისმგებლიანი
გადაწყვეტილება არ იქნებოდა ახლავე სრული მასშტაბით, რომ გაგვეხსნა რეგულარული ფრენები,“ - განაცხადა თურნავამ საერთაშორისო ტურისტების მიღების შესახებ საუბრისას.

მისივე თქმით, ამ დღეებში გახდება ცნობილი თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რომელმაც ჯერ მხოლოდ საკუთარ წევრ სახელმწიფოებს შორის გახსნა საზღვარი.


| Print |
FaceBook Twitter Google