საზოგადოება
„მასწავლებელთა სახელფასო მატება გაგრძელდება“- გიორგი გახარია
„პროგრამა, რომელიც იყო დაანონსებული ხელფასების ზრდის განათლების სისტემაში, პირველ რიგში, მასწავლებლებში, გაგრძელდება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.


გიორგი გახარიამ მასწავლებელთა საპენსიო ჯილდოზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პროგრამა კვლავაც გაგრძელდება.
„აქ მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის, რომ საპენსიო ასაკის ათასობით პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო ფულადი ჯილდოს სახით ღირსეულ პენსიაზე გაგზავნილი. ეს ფულადი ჯილდო მოიცავდა ორი წლის ხელფასს ერთჯერადად და ასევე დაზღვევას სიცოცხლის ბოლომდე. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროგრამა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ამ პროგრამას აქვს ორი მიზანი – ჩვენს ღვაწლმოსილ, პენსიის ასაკს მიღწეულ ადამიანებს სწრაფად მივცეთ ღირსეულად პენსიაზე გაცილების შესაძლებლობა და სისტემა შევავსოთ ახალი, ახალგაზრდა მასწავლებლებით, რომლებმაც სწრაფად უნდა აიმაღლონ კომპეტენცია“, – აღნიშნა მან.


| Print |
FaceBook Twitter Google