საზოგადოება
გურჯაანის საკრებულომ ეკონომიკური განვითარების ორწლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
საკრებულოს მორიგ სხდომაზე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ორწლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს, რომელიც ევროკავშირის პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში სამ მიმართულებას: მეღვინეობა-მევენახეობის დარგის პოპულარიზაციას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრებას მოიცავს.

მერიის საგარეო ურთიუერთობების , საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილების უფროსის ნინი ნინოშვილის განმარტებით მოხდება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და მეწარმეობის და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა.

„პროექტი „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ორიენტირებულია მუნიციპალიტეტში კერძო სექტორის მხარდაჭერისთვის, სამუშაო ადგილების შექმნაზე, საერთაშორისო მასშტაბით გრანტების მოძიებაზე და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე. გეგმა ორწლიანია და 2020-2021 წლებს მოიცავს. გეგმის ფარგლებში ასევე იგეგმება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.“

მისივე თქმით, ევროპკავშირის მხრიდან გრანტებზე გამოცხადდება კონკურსი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მერია / პეორქტი /