საზოგადოება
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 791-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 926-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულია 791 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია 15. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 2 819 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 230 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კვლავ სამია.

| Print |
FaceBook Twitter Google