საზოგადოება
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებები დაამტკიცა
117 მომხრე და 3 მოწინააღმდეგე – საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც პარლამენტის არჩევის წესი იცვლება.

ახალი სიტემით პარლამენტში პროპორციული წესით 77–ის ნაცვლად 120 დეპუტატი აირჩევა, მაჟორიტარების რაოდენობა კი 73– დან 30–მდე მცირდება. ცვლილებების მიხედვით 2020 წლის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

საკონსტიტუციო ცვლილებები გულისხმობს 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც, რაც იმას ნიშნავს რომ პარტია , რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

ახალი საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს. მომდევნო საპარლამენტო არჩევნები კი მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობისა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს.

| Print |
FaceBook Twitter Google