საზოგადოება
კორონავირუსისგან სამი ადამიანი განიკურნა
stopcov.ge-ს ინფორმაციით კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი სამით გაიზარდა.

ამ დროისთვის კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 928-მდე გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელებულია 794 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 2 809 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 229. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ისევ სამია.



| Print |
FaceBook Twitter Google