საზოგადოება
საგამოფენო სივრცეები საქმიანობას მომდევნო კვირიდან გააგრძელებენ
მომდევნო კვირიდან საქმიანობას გააგრძელებენ საგამოფენო სივრცეები, ასევე დაშვებული იქნება ტრენინგებისა და კონფერენციების მოწყობა - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა

„ჩვენ ვიმჯელებთ და ვფიქრობთ, რომ სასტუმროების ეს მოთხოვნა რაციონალური და სამართლიანია. რა თქმა უნდა, ეს მოხდება წესების სრული დაცვით. პრაქტიკულად ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებულ პროტოკოლებს მცირე დაზუსტება დასჭირდება და უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს ტრენინგ-პროგრამები გაგრძელდეს და ასევე სასტუმროებს დავეხმარებით, რომ არ დაკარგონ შესაძლებლობა, მოემსახურონ ასეთ ღონისძიებებს. საგამოფენო საქმიანობას რაც შეეხება, აქაც გახსნა მოხდება ასევე წესების დაცვით, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჯერჯერობით შეზღუდვები არ ეხსნება ფიტნეს-ცენტრებს და აუზებს.
„გვესმის ყველა დახურული ბიზნესის პრობლემა, ეს არის ფიტნეს-ცენტრები, აუზები, მაგრამ შედარებით მომატებული რისკების საქმიანობაა და შემდეგ ეტაპზე შევეცდებით მათთვის შეზღუდვების მოხსნას პროტოკოლების დაცვით. ამ ეტაპზე ამაზე ჯერჯერობით არ ვსაუბრობთ, - განაცხადა მან.


| Print |
FaceBook Twitter Google