საზოგადოება
ექვსი ივლისიდან პროფესიული სასწავლებლები გაიხსნება
მომდევნო კვირიდან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები მუშაობას გაგრძელებენ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე იმსჯელეს.


უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს სექტორის შემოწმება და პროცესის დასრულებისთანავე შესაბამისი ნებართვების გაცემა მოხდება.
„მომდევნო ორშაბათიდან ნებადართული ხდება პროფესიული სასწავლებლების ფუნქციონირება, რომლებმაც გაიარეს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ შემოწმება და მიიღეს დადებითი დასკვნა. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს სექტორის შემოწმება და შესაბამისად, მომდევნო ორშაბათამდე ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი სრულად დასრულდება და ნებადართული იქნება მათი ფუნქციონირება“, – განაცხადა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია გამოცხადებულია და 10 აგვისტომდე გაგრძელდება.




| Print |
FaceBook Twitter Google