საზოგადოება
კახეთში 59 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ამ დროისთვის კახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 7 მოქალაქე. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 3 ლოკაციაზე 117 მოქალაქეა.

29 ივნისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 59 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. უკვე დაიწყო და მიმდინარეობს 15 ივნისს მიღებული საქართველოს მთავრობის განკარგულება # 975-ის შესაბამისად განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 6168 ნიმუში, აქედან 2182 მედპერსონალია, 1976 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 2436 ტრაილერის მძღოლი 35, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი 32.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / კორონა /