საზოგადოება
საგამოცდო ცენტრებთან სიტუაციას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე,გულშემატკივრების მობილიზებას საპატრულო პოლიცია და მანდატურის სამსახური გააკონტროლებენ.

გულშემატკივრებს საგამოცდო ცენტრთან  2- მეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ.
„ყველა გულშემატკივარმა გაითვალისწინოს არსებული სიტუაცია, განათლების სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნაა, არ გავხდეთ მიზეზი, რომ ჩვენი თავშეყრის ადგილიდან გავრცელდეს ინფექცია. ვთხოვთ, აბიტურიენტებს გამოცდაზე მარტო გამოცხადდნენ, ან გულშემატკივრებმა მოაცილონ აბიტურიენტი და ნუ დაელოდებიან, რომ არ მოხდეს ბევრი ადამიანის თავშეყრა.“– განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა


| Print |
FaceBook Twitter Google