საზოგადოება
გამოცდებზე რეგისტრირებული აპლიკანტების 93% გამოცხადდა
დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული აპლიკანტების 93% გამოცხადდა. ქვეყნის მასშტაბით კი დაგვიანების მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა.


„ სარეზერვო სივრცეში განთავსდა ჯამში 4 ადამიანი და რაც შეეხება გამოცდაზე არ დაშვების ფაქტს, ტემპერატურის გამო, ასეთი იყო ორი შემთხვევა, მათ 38-მდე დაუფიქსირდათ ტემპერატურა”, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ.

მისივე თქმით, წელს გამოცდაზე ტელეფონისა და დამხმარე მასალის შეტანის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 აბიტურიენტებისთვის დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება.


| Print |
FaceBook Twitter Google