საზოგადოება
როდის გაიხსნება საცურაო აუზები და სპორტდარბაზები
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც დადგენილ რეგულაციებს დააკმაყოფილებენ - გაიხსნება.

აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. დადგენილ რეგულაციებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დღეს გამოაქვეყნებს და ხვალიდან, მოთხოვნის შესაბამისად დაიწყებს შემოწმებას. საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინსპექტირებას, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას.

მასთან, დღეიდან უკვე დასაშვებია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე გაიხსნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებმაც, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად, დადგენილი სტანდარტები დააკმაყოფილეს. დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირებაც.

| Print |
FaceBook Twitter Google