საზოგადოება
რეაბილიტაციის გამო კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს დენი გაეთიშება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.


13:00-დან 18:00 საათამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებს: გავაზს, ჭიკაანს, ზინობიანს, შაქრიანს და გრემს
13:00-დან 14:00 საათამდე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ზემო ხოდაშენს, ჩაბინაანს, ოჟიოს კოღოთოს და ღვინის კომპანია ,,ბადაგონს„ 
13:00-დან 16:00 საათამდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთს

სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google