საზოგადოება
როდის გაიხსნება საცურაო აუზი გურჯაანში
გურჯაანის სპორტულ კომპლექსში საცურაო აუზი თვის ბოლოს დაიწყებს ფუნქციონირებას. ხელმძღვანელის, გელა დალაქიშვილის განმარტებით, 15 ივლისიდან კი, გაერთიანებაში შემავალი სპორტული ჯგუფების მუშაობა განახლდება.

„15 ივლისიდან მოქმედებაში მოვა სპორტული გაერთიანების ყველა ჯგუფი. ამისთვის საჭირო იქნება დამატებითი რეგულაციების შესრულება- სადეზინფექციო კუთხეების გახსნა, სკრინინგ აპარატების შეძენა და ა.შ. 15 ივლისს გაერთიანება მზად იქნება რეგულაციების შესასრულებლად. რაც შეეხება აუზს, ის მწყობრშია და წყლით შეივსება. გადასახადი იგივე იქნება. პატარების აბონემენტის ფასი იწყება 40 ლარიდან, ხოლო დიდებისთვის - 50 ლარიდან. “

შეგახსენებთ, რომ საცურაო აუზები, ქვეყნის მასშტაბით, შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება. აღნიშნული გადაყვეტილება პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშროსი საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად მიიღო.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აუზი / გურჯაანი /