საზოგადოება
კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ქვეყანაში კორონავირუსის სულ 968 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულია 844 ადამიანი. გარდაცვლილია 15 პირი. კარანტინში იმყოფება 4425, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 222 ადამიანია.

| Print |
FaceBook Twitter Google