საზოგადოება
ჩუმლაყში ატმის შემსყიდველს კორონავირუსი დაუდასტურდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირებული პირი ტრაილერის მძღოლია და ის საქართველოში სომხეთიდან, 29 ივნისს შემოვიდა. მას ტესტირება რამდენჯერმე ჩაუტარდა და მხოლოდ, მეოთხედ, psr მეთოდით ჩატარებულმა ტესტმა, კორონა ვირუსი დაადასტურა.


დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, სოფელ ჩუმლაყში, ერთ- ერთ სამაცივრე მეურნეობაში ცხოვრობდა და ამ ეტაპზე, მისი 15 კონტაქტია გამოვლენილი.

„ამ ეტაპზე, ინფიცირებული პირის 15- მდე კონტაქტია გამოვლენილი. ეპიდემიოლოგები, ინფიცირებული პირის კონტაქტების შესწავლას კიდევ აგრძელებენ და დღეს საღამოს ზუსტ რიცხვს დავასახელებთ.
მძღოლთან კონტაქტში მყოფ ყველა პირს, რომელსაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვს, კარანტინში გადაიყვანენ.“-განაცხადა ხიზანიშვილმა

სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ამ ეტაპზე, უსიმპტომო პაციენტია და მას, თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კორონა / ჩუმლაყი /