საზოგადოება
თელავსა და ყვარელში 4000 ჰექტრამდე ფართობია დასეტყვილი
წუხელ მოსულმა სტიქიამ თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტები დააზარალა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 20-ზე მეტ სოფელში დაფიქსირებულია 4 000 ჰექტრამდე დასეტყვილი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, მათ შორის ძირითადად ვენახი.

დაზიანების ხარისხი თელავის მუნიციპალიტეტში 10%-დან-100%-მდეა, ხოლო ყვარელში - 30%-იდან 80%-მდეა. წინასწარი ინფორმაციით თელავში - ამ დროისთვის დაფიქსირებულია სავარაუდოდ 3 330 ჰექტარზე(ნაფარეული-400ჰა, ართანა-350ჰა, სანიორე-400ჰა, კონდოლი-300ჰა, ჯუღაანი-40ჰა, აკურა-100ჰა, ვანთა-100ჰა, ბუშეტი-80ჰა, ხოდაშენი-200ჰა, წინანდალი-300ჰა, კისისხევი-50ჰა, ნასამხრალი- 60ჰა, შალაური100ჰა, კურდღელაური-400ჰა, გულგულა-200ჰა, ვარდისუბანი-250ჰა) მეტი დასეტყვილი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, მათ შორის ძირითადად ვენახის ფართობები.

ყვარელში-დაფიქსირებულია სავარაუდოდ 590 ჰექტარზე(შაქრიანი-100ჰა, გრემი-40ჰა, კუჭატანის თემი-220ჰა, ქ. ყვარლის მიმდებარე ტერიტორიები-100ჰა, გავაზი -80ჰა, ალმატი-50ჰა) მეტი დასეტყვილი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, მათ შორის ძირითადად ვენახის ფართობები. ორივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს დაზიანებული ფართობების აღრიცხვა.

რეგიონში წარმოდგენილ ყველა სადაზღვევო კომპანიაში დილიდანვე დაწყებულია აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მიმართვიანობა. სტიქიის დადგომიდან 24 საათში დაზარალებულმა ბენეფიციარმა უნდა დააფიქსიროს ინფორმაცია ზარალის შესახებ, რის შემდგომაც სამუშაო ჯგუფები გავლენ სავარგულებზე.


| Print |
FaceBook Twitter Google