საზოგადოება
კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი.

stopcov.ge-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 010 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 885 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 640 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 244, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google