გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისამდე აღმოსავლეთ
საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. მაქსიმალური
ტემპერატურა ბარში 35, 40, ქვეყნის მთიან რაიონებში კი 33, 38 გრადუსი
დაფიქსირდება.
უწყების ინფორმაციით, 21-22 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით
აგრილდება, დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია
აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი
ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა
მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან
ზონებში მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს
მასალის გამოყენების პირობები