საზოგადოება
საქართველოში 40 გრადუსი ტემპერატურაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 35, 40, ქვეყნის მთიან რაიონებში კი 33, 38 გრადუსი დაფიქსირდება.

უწყების ინფორმაციით, 21-22 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება, დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს

| Print |
FaceBook Twitter Google