საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობა“ კახეთში სტიქიით გამოწვეული ზარალის აღწერას იწყებს
"ნაციონალური მოძრაობა" კახეთში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერას იწყებს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა დაზიანებული სახლის და ნაკვეთის აღწერას გეგმავს და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაზარალებულ ოჯახებს სრული კომპენსაცია გადაეცემა.
"ხელისუფლების მიერ გავრცელებულმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კახეთში სტიქიისგან დაზარალებული ადამიანები ხელისუფლებას აღარ აინტერესებს. როგორც ჩანს, მათ კარგად აქვთ გათავისებული ის, რომ დაასრულეს თავიანთი მმართველობა და ეს ყველაფერი გაფორმდება 31 ოქტომბერს და გადაწყვიტეს, რომ არ დაეხმარონ კახელ გლეხს, რომელსაც მიადგა განსაკუთრებული ზიანი. რამდენიმე სოფელში, სადაც სტიქია განსაკუთრებით ძლიერი იყო, ფაქტიურად რთველი აღარ იქნება, სწორედ ამიტომ ხვალიდან პირადად მე ჩემს მეგობრებთან, ჩემს გუნდთან ერთად ვიწყებ მოსახლეობის ზარალის აღწერას, ჩვენ შევისწავლით აბსოლუტურად ყველა ადგილს, აღვწერთ და მივიღებთ დოკუმენტს, რომლითაც უკვე გვეცოდინება იმ ადამიანების ზარალი, რომელთაც სტიქიის შემდეგ ფაქტიურად არანაირი საშუალება არ დარჩათ, რომ ოჯახი არჩინონ. ჯერ პირველ რიგში ვიბრძოლებთ, რომ ეს ყველაფერი მოხდეს 31 ოქტომბრამდე, თუ არადა პირობას ვაძლევთ მოსახლეობას, რომ მიყენებული ზარალი შემდეგ მაინც აუნაზღაურდებათ", - განაცხადა მან.




| Print |
FaceBook Twitter Google