საზოგადოება
თუშეთში 12 მზის ელექტროსადგური დამონტაჟდა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში, მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა. აქედან 25 კახეთის რეგიონშია. 

12 ელექტროსადგური თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას გადაეცა. მზის ელექტროსადგურის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის - სახლის განათება, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჩასართავად.

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკის პროგრამა (USAID/Energy Program) ტექნიკური დახმარების ფარგლებში განხორციელდა.


| Print |
FaceBook Twitter Google