საზოგადოება
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, პაციენტი 70 წელს გადაცილებული კაცია, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. დღეის მდგომარეობით გარდაცვლლთა რაოდენობამ 16 შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში სულ 1 039 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 900 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google