საზოგადოება
შვიდი დასახელების რძის პროდუქტში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა
რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის შემცველობის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან 35 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია.

კვლევის შედეგად 7 შემთხვევაში გამოვლინდა დარღვევა - პროდუქტები რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა, მათ შორის მცენარეულ, ცხიმებს.

დარღვევა გამოვლინდა შემდეგ პროდუქტებში:

მაწონი ,,რანინა“ - დამზ. არიღი 15.06.20; ვარგ. ვადა 03.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა“);

არაჟანი ,,რანინა“ - დამზ.თარიღი 15.06.20; ვარგ. ვადა 05.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა“)

არაჟანი ,,მილკო“ - დამზ.თარიღი 18.06.20; ვარგ ვადა 04.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა“);

რძე ,,მალკო 2.5% - დამზ.თარიღი 27.06.20; ვარგ. ვადა 03.07.20 (მწარმოებელი შპს,,რესპუბლიკა“)

კარაქი ნაღების 82.5%,,რანინა“ - დამზ.თარიღი 06.05.20; ვარგ. ვადა 06.08.2020 (მწარმოებელი შპს,,რესპუბლიკა“);

არაჟანი ,,ქობულეთური 25%“ - დამზ.თარიღი 24.06.2020; ვარგ. ვადა 07.07.20 (მწარმ. შპს,,მემა კომპანი“)

„ყველი ქართული“ - დამზ.თარიღი 10.06.2020; ვარგ. ვადა - 10.08.20 (მწარმეობელი ი/მ,,სურენ კირაკოსიანი“).

ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და სურსათის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვა დაევალათ. აგრეთვე, საწარმოებში განხორციელდა არაგეგმური ინსპექტირება.

| Print |
FaceBook Twitter Google