საზოგადოება
კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
stopcov.ge -ს ინფორმაციით კორონავირუსის კიდევ 10 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 1049 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 903-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 534 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.


| Print |
FaceBook Twitter Google