საზოგადოება
ასკაციანი ქორწილის გადახდა დასაშვები გახდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უკვე ნებადართულია ღია სივრცეში ნებისმიერი სოციალური, მათ შორის სადღესასწაულო, რიტუალური და ა.შ, ღონისძიებების ჩატარება.

უწყების ინფორმაციით, დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა. საბჭომ გასულ კვირას უკვე დაუშვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ღია სივრცეში, ასევე ნებადართული გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ქორწილი /