საზოგადოება
სეს-მა ნახევარფაბრიკატების ცხრა ნიმუშში ფრინველის ხორცი აღმოაჩინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ნახევარფაბრიკატის 9 ნიმუშში ფრინველის ხორცი აღმოაჩინეს. თუმცა ამის შესახებ ეტკიკეტზე მითითებული არ ყოფილა.

უწყების ინფორმაციით კვლევა ნახევარფაბრიკატებში ცხენის/ვირის და ქათმის ხორცის იდენტიფიცირებისთვის ჩატარდა. ნიმუშები აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადაიგზავნა.
ეტიკიტზე მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა შემცველობას შემდეგ ნახევარფაბრიკატებში:

შპს „თავადური 2014“, კატლეტი გაყინული და გუფთა გაყინული
შპს „ექსტრა მითი“ , სოსისი საბავშვო
შპს „ხორცპროდუქტების ქარხანა ვაკე“ , სოსისი საქონლის ვაკე
შპს „ოს გრუპი“ , პილმენი გაყინული
შპს „ნიკორა“, ხინკალი სამეფო და სოსისი ივერია
შპს „ფასანაური 2010“ , ფარში ძროხისა და ღორის ხორცის
შპს „ხახაბო“ ,გაყინული ხინკალი
ბისზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და სურსათის ბაზრიდან საქონლის გამოთხოვა დაევალათ.

| Print |
FaceBook Twitter Google