საზოგადოება
თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა

თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა. მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, არსებულმა სასტუმროებმა წინასწარ გაიარეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით გათვალისწინებული რეგულაციები და ვიზიტორთა მიღება დაიწყეს.

მიმდინარე წელს, თუშეთი 600-მდე ვიზიტორმა უკვე მოინახულა, აქედან უცხოელი მხოლოდ რამდენიმე ათეულია.
საცხენოსნო და საფეხმავლო ტურები, სათავგადასავლო და გასტროტურები, ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რასაც თუშეთში ჩასულ ტურისტებს სთავაზობს ეს უნიკალური კუთხე, თავისი თვითმყოფადობით, ავთენტური და განუმეორებელი ბუნებით. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მთავრობას დაწყებული აქვს მუშაობა თუშეთში საბაგიროს მშენებლობის პროექტზე, რომლის კონტურები უკვე არსებობს და პერსპექტივაში ეს პროექტი რეალიზებული გახდება.


| Print |
FaceBook Twitter Google