საზოგადოება
ამ დროისთვის კახეთიდან ექსპორტზე 11 000 ტონა ატამია გასული
დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სოფელ ჩუმლაყში ერთ-ერთ სამაცივრე მეურნეობაში იმყოფებოდა. მან ატმის კრეფის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა.

პავლიაშვილის განცხადებით, წელს შარშანდელთან შედარებით ხილზე მოთხოვნა გაიზარდა და ამ დროისთვის ექსპორტზე უკვე 11 ათასი ტონაა გატანილი.
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ წელს გვაქვს რეკორდული მოსავალი, ასეთი ისტორიას არ ახსოვს. დაახლოებით 22 ათას ტონაზე მეტია რეალიზებული და აქედან 11 ათასია ექსპორტზე გატანილი. გაზრდილია საექსპორტო ქვეყნების რიცხვიც. ატამი გადის მოლდოვაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, რუსეთში და ა.შ. დღეში დაახლოებით ათასი ტონა გადის. ამ დროისთვის დატვირთვით მუშაობს 23 მაცივარი, ხოლო 2018 წელში მხოლოდ ორი იყო. რაც ხდება კარგი მაგალითია გლეხის, ფერმერის და სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობის. ვფიქრობ ქვეყანაში გაჩნდება მოტივაცია უფრო მეტი ბაღები გაშენდეს. რაც ყველაზე მთავარია დასაქმებულია ორიათასზე მეტი ადამიანი. მათ შორის ჩამოსულები არიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.“

მისივე თქმით, მუშაობს ერთი ფანჯრის პრინციპი და მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ექსპორტიორებს რაიმე შეფერხება არ ჰქონდეთ.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ატამი / ჩუმლაყი /