საზოგადოება
ლაფანყურში ვაჟაობა ჩატარდება
25 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“ გაიმართება. საზეიმო ღონისძიებები კულტურის სახლის ეზოში დილის 11:00 საათიდან დაიწყება.

ჩატარდება დოღი და ფოლკლორული კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები - „პატარა კახი“ (უმცროსი თაობა) და „მზე შინა“.  სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულებს გადაეცემათ მედლები და ფასიანი საჩუქრები.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ვაჟაობა / თელავი /