საზოგადოება
კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია
კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. ამჟამად 3 კარანტინის სივრცეში101 მოქალაქე იმყოფება.თვითიზოლაციაში 15 მოქალაქეა, არავინ არ მოხსნილა.

25 ივლისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 165 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 9645 ნიმუში, აქედან 3602 მედპერსონალია, 2099 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი -430 , ტრაილერის მძღოლი 50, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი 162, შსს- 692.

| Print |
FaceBook Twitter Google